უკრაინის კრიზისი

მერკელი: სანქციების უმეტესობა მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ გაუქმდება

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

სანქციების ის ნაწილი, რომელიც არ ეხება ყირიმის ანექსიას, რუსეთს იმ შემთხვევაში მოეხსნება, თუ 5 სექტემბრის მინსკის შეთანხმება სრულად შესრულება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მერკელმა აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციების გაუქმება მხოლოდ  მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი ამ რეგიონის ანექსიას შეწყვეტს. „ამ ფრონტზე დიდი იმედი არ მაქვს“, -  განაცხადა მერკელმა.   

„რაც შეეხება დანარჩენ სანქციებს, ისინი შემოღებულ იქნა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ. გზა ამ სანქციების გაუქმებისკენ არის მინსკის შეთანხმების  სრული შესრულება. მისი ყველა პირობა უნდა შესრულდეს მანამ, სანამ ამ სანქციების მოხსნაზე ვისაუბრებთ“,  - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. 

კომენტარები