აქცია

ლიტვაში ბორჯომი რუსული პროპაგანდის ხელშემწყობ პროდუქტად დაასახელეს

facebook.com/koloradai

ლიტვაში, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციაში ქართული ბორჯომიც მოყვა - აქტივისტებმა ბოთლებს სტიკერები დააკრეს, რომლებზეც კოლორადოს ხოჭოა გამოსახული და აღნიშნულია, რომ „ეს პროდუქტი მხარს უჭერს რუსულ პროპაგანდას".

საინიციატივო ჯგუფი "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას" სოციალურ ქსელში შეიქმნა. ჯგუფი მეწარმეებს მოუწოდებს, უარი თქვან საკუთარი პროდუქციის რეკლამირებაზე კრემლის მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე.

იმავე შინაარსის სტიკერები აქტივისტებმა დააკრეს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას, მათ შორის კბილის პასტას, პამპერსებს, შამპუნებს და ა. შ.

ბალტიის ქვეყნებში 2002 წლიდან რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია ОРТ-ს ფილიალი „პირველი ბალტიური" მაუწყებლობს, რომელიც ადგილობრივ ახალ ამბებსაც აშუქებს და ეთერში ადგილობრივი მეწარმეების მიერ შეკვეთილ რეკლამას ათავსებს.

კომენტარები