კრიზისი უკრაინაში

„ნორმანდიის ფორმატის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 9 იანვარს შედგება

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას და სამშვიდობო შეთანხმების შესრულების საკითხებს 15 იანვარს, ყაზახეთის დედაქალაქში რუსეთის, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე, გერმანიის კანცლერი, ე. წ. ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში განიხილავენ. მოსამზადებელი შევედრა კი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 9 იანვარს გაიმართება. ეს ბერლინში საგარეო უწყებებს შორის გუშინდელი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.

კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, სეპარატისტებმა დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულ ძალებს ცეცხლი 11-ჯერ გაუხსნეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზით 12 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 18 დაშავდა. უკრაინული წყაროების ცნობით, შეტაკებები მიმდინარეობს სეპარატისტთა დაჯგუფებებს შორისაც. 

კომენტარები