კრიმინალი

დიღომში ორი ძმა სავარაუდოდ მოკლული იპოვეს

metro.us

დიღმის მასივში ორი მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში მომხდარის რაიმე დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები არიან. მეზობლების ვერსიით, ისინი ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ მოკლეს. ძმები ლიფტების მონტაჟისა და მომსახურების ბიზნესით იყვნენ დაკავებული.

კომენტარები