პოლიციელის მკვლელობა

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს პატიმრობა შეეფარდა

court.ge

ბათუმში, 22 წლის პოლიციის თანამშრომელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მასთან ერთად წინასწარ პატიმრობაში რჩება ასევე დევაძესთან ერთად მყოფი, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ მამულაძე. ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2015 წლის 16 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორი თარაშ მუკბანიანი 27 დეკემბერს ბათუმში მოკლეს. ინციდენტის დროს კიდევ 3 პირი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის იმ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დევაძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები