მიხეილ სააკაშვილის საქმე

მინაშვილი: საერთაშორისო არენაზე ძებნას სააკაშვილის მიმართ არავინ გამოაცხადებს

რადიო "თავისუფლება"

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილის მოსაზრებით, ფაქტით, რომ მიხეილ სააკაშვილს წითელი ცირკულარით არ ეძებენ, დასტურდება მისი პოლიტიკური დევნა.

"ფაქტი იმისა, რომ წითელ ცირკულარზე არ ხდება მიხეილ სააკაშვილის დასმა, ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. საერთაშორისო არენაზე ძებნას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არავინ გამოაცხადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც დევნის მიხეილ სააკაშვილს არის საქართველო, სამწუახაროდ. და ასევე მეორე მხარე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა არის რუსეთის ფედერაცია - პუტინი. დანარჩენი დემოკრატიული სამყარო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც განახორციელა ძალიან სერიოზული და საფუძვლიანი რეფორმები საქართველოში",-ამბობს მინაშვილი.

ცნობისთვის, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის წითელ ცირკულარში ჩასასმელად პროკურატურა "ყველაფერს გააკეთებს". 

კომენტარები