საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: საქართველომ უკრაინას მხარი ბევრ სხვა ქვეყნებზე მეტად დაუჭირა

ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია - ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორიებია... ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ - ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია?! ჩვენ, პატარა ქვეყანა, რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტისა და მის მიართ საქართველოს პოზიციის შესახებ.

კომენტარები