საქართველოს პარლამენტი

პრემიერის განცხადებები პარლამენტში შეაფასეს

პრემიერმინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები უკვე შეაფასეს საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის ლიდერი პრემიერის განცხადებას უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან გამიჯვნაზე ეთანხმება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ რესპუბლიკელებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს შესაძლოა იყოს ქართული საქმე.

უმრავლესობის წევრები ეთანხმებიან ირაკლი ღარიბაშვილის იმ შეფასებასაც, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სექტაა და მათ მოსახლეობისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. თავისუფალი დემოკრატების შეფასებით კი, მთავრობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის ნაცვლად, ყურადღება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე უნდა გააკეთოს.

საპარლამენტო უმცირესობის განმარტებით კი. ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალაა, რაც არჩევნებშიც დამტკიცდა. საკანონომდებლო ორგანოში პრემიერის მზაობა პუტინთან შეხვედრაზეც შეფასეს. უმრავლესობაშ აცხადებენ, რომ ეს შეხვედრაზე ნებისმიერ ეტაპზე, მომზადების შემდეგ უნდა შედგეს.

კომენტარები