საქართველოს ეკონომიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრობის ხიდი აშენდება

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

დღეს საქართველოს ვიცეპრემიერმა ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ახალი, ერთობლივი ხიდი სიმბოლური სახელით ,,მეგობრობის ხიდი" აშემდება. ხიდის მსენებლობის პარაფირება თბილისში სომხეთის პრემიერის ოვიკ აბრამიანის ვიზიტის დროს მოხდა. 

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ოვიკ აბრამიანს შეხვდა.

ახალი ხიდის მშენებლობა სადახლოს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობას გაზრდის. სომხეთი საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში მეორე ადგილს იკავებს, საქართველოში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ წელს 1,1 მილიონი შეადგინა.

სომხეთი 2015 წლის პირველი იანვრიდან საბაჟო კავშირის წევრი გახდება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საბაჟო კავშირის ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. პირველი იანვრიდან სომხეთის საზღვარზე ახალი წესები და რეგულაციების ეტაპობრივი შემოღება დაიწყება.

დღეისათვის სომხეთი საქართველოს მეორე უმსხილესი საექსპორტო ბაზარია, საქართველოს ექსპორტის მოცულობა წელიწადში საშუალოდ $300 მილიონს შეადგენს, თუმცა წელს წინა წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 6%-ით არის შემცირებული. სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლის შემდეგ საქართველოს ექსპორტი სომხეთში შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს.

კომენტარები