რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება

პრემიერი იმ რელიგიურ უმცირესობებს შეხვდა, რომელთაც სახელმწიფო დააფინანსებს

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი იმ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიყენებულ ზარალს ნაწილობრივ აუნაზღაურებს.  გადაწყვეტილება რელიგიური უმცირესობის რაოდენობისა და დაფინანსების წესის შესახებ სახელმწიფო მიერ შექმნილი რელიგიის საკითხთა სააგენტომ მიიღო.პრემიერთან შეხვედრისას ამ სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ თქვა, რომ კონფესიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და მათ ანგარიშზე თანხები უკვე დაირიცხა.

„დავალება, რომელიც მოცემული იყო თქვენი ხელმძღვანელობით და დადგენილება რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეს წარმოდგენილია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული 4 კონფესია: საქართველოში მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და ებრაული თემი. სახელმწიფომ აიღო კეთილი ნება და გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმიფოს მხრიდან, რელიგიის სააგენტოსა და თითოელ კონფესიას შორის, აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა,“–აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ მხოლოდ 4  რელიგიური კონფესიის დაფინანსება გადაწყვიტა თუმცა საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვანი ზარალი სხვა რელიგიურ მიმდინარეობებსაც მიაყენა. 

კომენტარები