უკრაინის კრიზისი

ნაზარბაევი: ყაზახეთი მზადაა, უკრაინას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს

asianews.it

ყაზახეთი მზადაა, უკრაინას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ნურსულთან ნაზარბაევმა კიევში ვიზიტის წინ განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტს უკრაინაში დღეს ელოდებიან. "დღეს ყველას ამოცანაა ომის შეწყვეტა, უკრაინის დამოუკიდებლობის განმტკიცება და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება", - განაცხადა ნაზარბაევმა. მისი თქმით, ყახაზეთს ერთნაირად კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და შეუძლია, კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.


ნაზარბაევი საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა, რომელიც ბოლო დღეებში კიევს ეწვევა. გუშინ უკრაინის დედაქალაქს ბელარუსის ლიდერი ესტუმრა და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდა. ალექსანდრ ლუკაშენკომ და პეტრო პოროშენკომ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ სამმხრივი შეხვედრების განახლებას ბელარუსის დედაქალაქში. ლუკაშენკოს განცხადებით, მას გულწრფელად სურს უკრაინაში მშვიდობა იყოს და ბელარუსი მზადაა კიევს ნებისმიერ საკითხში დაეხმაროს.

კომენტარები