ოკუპირებული რეგიონები

ე.წ მესაზღვრეებმა 19 და 32 წლის მამაკაცები გაიტაცეს

გოგიკო საყვარელიძე

გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან 19 წლის ვასილ ხიდაშელი გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ის გატაცების დროს სოფელ წითელუბნის მიმდებარედ საქონელს მწყემსავდა. დაკავების საფუძველი სავარაუდოდ ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთაა. მომხდარის შესახებ ოჯახს მისმა თანასოფლელმა შეატყობინა, რომელმაც გაქცევა შეძლო.

ვასიკო ხიდაშელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები გატაცების შესახებ ინფორმირებულები არიან.

დღესვე გორში, ამჯერად სოფელ კრიბალთან 32 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი დააკავეს. შიუკაშვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთდ იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, დაკავებულს შინ ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ალექსანდრე შიუკაშვილის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები