ბრძოლა ისლამისტების წინააღმდეგ

ქურთმა მებრძოლებმა ისლამისტებისგან სინჯარის რეგიონი გაათავისუფლეს

Aljazeera

ქურთული სამხედრო ფორმირებების, ფეშმერგას მებრძოლებმა ერაყში, საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დახმარებით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სინჯარის რეგიონი გაათავისუფლეს.

სინჯარის მთის მიდამოებში, რომელიც ერაყის და სირიის საზღვარზე მდებარეობს, თვეების განმავლობაში ისლამისტებს ქურთი ლტოლვილები ჰყავდათ ბლოკირებული. ქურთისტანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად 100-ზე მეტი ისლამისტი განადგურდა.

კომენტარები