სასჯელაღსრულების ჯანდაცვის დეპარტამენტი

სასჯელაღსრულების ჯანდაცვის დეპარტამენტს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს

epn.ge

სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც დემურიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მან შეთავაზება თავად სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი მღებრიშვილისგან მიიღო.

დემურიშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა პენიტენციურ სისტემაში სიკვდილიანობის შემცირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს ნათია ლანდია ხელმძღვანელობდა. ლანდიას დემურიშვილი ოფიციალურად ხვალ ჩაანაცვლებს.

თამთა დემურიშვილი საკრებულოს წევრი იყო. ბოლოს იგი იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის დირექტორად მუშაობდა. ამასთან, დემურიშვილი ფონდის საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის ხელმძღვანელია.

კომენტარები