ნასკას ხაზები

Greenpeace-ის აქტივისტებმა შესაძლოა 2000 წლოვანი ნასკას ხაზები დააზიანეს

nbcnews.com

Greenpeace-ის აქტივისტებმა პერუში, შესაძლოა 2000 წლოვანი ნასკას ხაზები დააზიანეს. აქტივისტები აკრძალულ ზონაში შეიპარნენ და ცნობილი ფიგურის, კოლიბრის, გვერდით ყვითელი ნაჭრის ასოებით წარწერა დატოვეს - "ცვლილების დროა! მომავალი განახლებადი ენერგიისაა". ეს იყო მესიჯი 190 ქვეყნის დელეგატისთვის, რომლებიც ლიმაში გაეროს კლიმატის ცვლილების დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას.

პერუს მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტივისტები კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების გამო გასამართლდებიან. პერუს კულტურის მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვითი ორგანიზაციის Greenpeace-ის გამიზნული არალეგალური ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა კულტურული ზონა, რაც არა მხოლოდ პერუელების კულტურულ მემკვიდრეობაზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე თავდასხმაა. 

პერუში ნასკას ცნობილი ხაზები ნასკას ტომებმა შექმნეს, რომელთა ცვილიზაციაც ძვ. წ-ით 200 წელს აღმოცენდა და ახ.წ-ით 650 წლამდე იარსება. უდაბნოში ძირითადად ორ ფორმას ვხვდებით, ბიომორფებს - ცხოველებისა და მცენარეებისა და ადამიანის ფორმებს, ასევე გეოგლიფებს - გეომეტრიულ ფიგურებს. არქეოლოგების განმარტებით, თეთრმა ქვიშამ, მშრალმა და უქარო ჰავამ განაპირობა ის, რომ 2000 წლის წინანდელი ფიგურები ახლაც უცვლელად გამოიყურება.

კომენტარები