ძალადობა

სამტრედიაში მე-4 კლასელ ბავშვს სცემეს

სამტრედიაში, მე-10 საჯარო სკოლის მე-4 კლასელს ბავშვს სცემეს. ამის შესახებ დაზარალებულმა სკოლის დირექტორს უთხრა. შემთხვევა გუშინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლისგან მოშორებით მოხდა. ბავშვის ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაპირისპირება ლეკვის გამო დაიწყო. მე-10 საჯარო სკოლის თანამშრომლებმა დაზარალებული ბავშვი სკოლის ეზოში იპოვეს და  ტვინის შერყევით ქუთაისის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი არ ემუქრება. მომხდარს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იკვლევენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც, მისი თქმით, რადგან შემთხვევა გაკვეთილების შემდეგ მოხდა, ამიტომ ეს უწყების პასუხისმგებლობა არ არის. თუმცა, სანიკიძის თქმით, განათლების სამინისტრო მაინც დაინტერესდება.

კომენტარები