ეუთო-ს ანგარიში

კალაძე: სასამართლოში რეფორმებია საჭირო

სასამართლოში რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართულებით პროგრესი სახეზეა, თუმცა რეფორმები კვლავაც საჭიროა.

„სასამართლოს რაც შეეხება, რეფორმები განსახორციელებელია. ძალიან კარგად გვახსოვს რა მდგომარეობაში იყო გარკვეული წლების განმავლობაში სასამართლო, როგორი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა. ამ მიმართულებით პროგრესი არის, თუმცა რეფორმები კვლავაც საჭიროა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება. როგორც დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ, მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს.

კომენტარები