ეუთო-ს ანგარიში

ეუთო: თანამდებობის პირთა განცხადებები მართლმსაჯულებისადმი ნდობას ასუსტებს

armradio.am

საქართველოს თანამდებობის პირების კომენტარები სასამართლო პროცესების შესახებ მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადების ნდობას ასუსტებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება.

„საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიართ მისი ლეგიტიმურობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა რიგი საკითხები, რომელიც ხელს უწყობს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებას. სახელმწიფო თანამდებობის პირები კომენტარებს აკეთებდნენ სასამართლო პროცესების შესახებ ისეთი ფორმით, რომელიც გულისხმობდა, რომ მათ რაღაც კონტროლი, ან გავლენის შესაძლებლობა გააჩნდათ პროკურატურაზე. რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების მიერ პროკურატურის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყების აღქმაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ „საზოგადოების ეჭვები გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებთ ხელს არ უწყობს საზოგადოებს ნდობის შემდგომ გაუმჯობესებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფას".

შეგახსენებთ, როგორც 116 გვერდიანი დოკუმენტის შესავალშია აღნიშნული, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები