ქართველი მებრძოლები

ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრები, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. ღარიბაშვილმა სასაფლაოზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა.

დაკრძალვამდე კი სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.

ბაბუშერის აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ცხედრების ექსჰუმაცია კი 2014 წელს განხორციელდა. 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.

კომენტარები