უკრაინის კრიზისი

ლავროვი: სეპარატისტებს უკრაინასთან საერთო პოლიტიკური სივრცის აღდგენა სურთ

ლავროვი
novinite.com

"სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ახლადარჩეული ლიდერების საჯარო განცხადებების თანახმად, დონბასი მზადაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის უკრაინის მხარესთან, საერთო ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური სივრცის აღსადგენად", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამავე დროს, მან უკრაინის ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ დონბასის რეგიონს, მისი თქმით, ბლოკადა გამოუცხადა და ქვეყნის ერთიან ფინანსურ სისტემას მოწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ გამოცხადებული სიჩუმის რეჟიმი ძალაში შედის. კიევმა ცეცხლის მორიგი ცალმხრივი შეწყვეტა გამოცხადა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა, დღეს მინსკში უკრაინის ხელისუფლების, რუსეთისა და სეპარატისტების წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, გაიმართება თუ არა მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა უკრაინულ ძალებს და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი 64-ჯერ გაუხსნეს. შედეგად, 2 სამხედრო დაიღუპა, 10 სამოქალაქო პირი კი დაშავდა.

კომენტარები