უკრაინის კრიზისი

უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა

Reuters

უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ გამოცხადებული სიჩუმის რეჟიმი ძალაში შედის. კიევმა ცეცხლის მორიგი ცალმხრივი შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა, დღეს მინსკში უკრაინის ხელისუფლების, რუსეთისა და სეპარატისტების წარმომადგენელთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო. თუმცა, გაიმართება თუ არა მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა უკრაინულ ძალებს და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი 64-ჯერ გაუხსნეს, შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა, 10 სამოქალაქო პირი კი დაშავდა.

კომენტარები