ანგელა მერკელი

მერკელი: რუსეთი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას პრობლემებს უქმნის

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

"მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ის ქვეყნებია, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება მიიღეს" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემა Die Welt am Sonntag-თან განაცხადა.

მერკელის თქმით, რუსეთი გაყინული კონფლიქტებით ამ სამ ქვეყანას პრობლემებს უქმნის. მან ხაზი გაუსვა დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინულ კონფლიქტებს, ასევე რუსეთის დესტაბილიზაციის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინაში. 

თავის ინტერვიუში მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი გავლენის გაძლიერების მიზნით კრემლი ცდილობს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული გახადოს.

მერკელის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება და მიაჩნია, რომ რუსეთთან დაკავშირებით ევროპის ერთიანი პოზიცია სწორია. 

კომენტარები