საკადრო ცვლილებები

თარგამაძე: კლანურ სისტემას პარტიული თუ სამთავრობო ცვლილებები ვერ შეცვლის

ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის შეფასებით, ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობიდან გადადგომა თვისობრივად ვერ შეცვლის ღარიბაშვილ/თამაზაშვილ/ჯანყარაშვილის კლანურ სისტემას. 

"ერთი წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაექცა პასუხსიმგებლობას, გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან და ქვეყანას კულუარებიდან მართავს. მან ხე
ლძღვანელობა ირაკლი ღარიბაშვილის, მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილისა და ამ უკანასკნელის დისშვილის ზვიად ჯანყარაშვილის კლანს გადააბარა. თავის მხრივ კლანმა მოახდინა ძალოვანი სტრუქტურებისა და იმ ე.წ. სარფიანი სფეროების (გზების ინფრასტრუქტურა, ფოსტა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა) სრული მონოპოლიზაცია. დღეისათვის სამინისტროები სადაც სატენდერო და საგრანტო თანხებია აკუმულირებული კლანის გავლენის ქვეშ იმყოფება. სხვა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი, სტრუქტურებისა და ბიზნეს სფეროს კონტროლისთვის გამოიყენება ძალოვანი სამინისტროები და გუბერნატორები, რომლებსაც ასევე ღარიბაშვილ/თამაზაშვილ/ჯანყარაშვილის დანიშნული პიროვნებები აკონტროლებს" - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძემ ასევე ის ოფიციალური პირები დაასახელა, რომლებიც ზვიად ჯანყარაშვილთან და თამაზ თამაზაშვილთან არიან დაახლოებულები და აღნიშნა, რომ მათ თანამდებობები უნდა დატოვონ.


"შინაგან საქმეთა სამინისტრო - მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თამაზ თამაზაშვილის პროტეჟე. 

 თავდაცვის სამინისტრო - მინისტრი მინდია ჯანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა შსს-ში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად (2012-13 წლები), შემდეგ კი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო საფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 

სასჯელაღსრულების სამინისტრო - მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (2013-14); სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2013); ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი (2012-13).

რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო -სამინისტრო სადაც აკუმულირებულია ყველა ინფარსტრუქტურული პროექტი და ტენდერი, აგრეთვე ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად კურირებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს - მინისტრი - დავით შავლიაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი (შპს„კომპიქსი ბიზნესს“)

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სამინისტრო, რომელიც კურირებს ყველა აგრარულ პროექტს და ფონდს - მინისტრი - ოთარ დანელია, შსს, სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი (2014 წელი); შსს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2013-14).

გარემოს დაცვის სამინისტრო - სამინისტრო, რომელიც კურირებს სამელერაციო პროექტებისა და გრანტებს - მინისტრის მოადგილე არჩილ ცაბუტაშილი, ზვიად ჯანყარაშვილი მეგობარი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია-გენერალური დირექტორი (2012-14). 
გუბერნატორები 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - აკაკი მაჭუტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს(დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი (2013);

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ლევან შონია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი - ზაზა მეფარიშვილი, შსს სუს დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი ღარიბაშილის მეგობარი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი (2012-13). 
აღნიშნული სისტემა კორუფციული გარიგებისთვისაა შექმნილი და სხვადასხვა გამოთვლებით მისი გამოყენებით ასობით მილიონი ლარია მითვისებული" - განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები