საკადრო ცვლილებები

სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსებს თანამდებობები დაატოვებინეს

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული სამსახურის უფროსებს დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. 

თავდაპირველად ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ საკადრო გადაადგილებები სხვა თანამშრომლებსაც ეხებათ. მედიის ცნობით, ერთ-ერთ პირველი ვისაც თანამდებობა დაატოვებინეს აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი იყო. მედია აღნიშნავს, რომ საკადრო ცვლილებები სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის გარემოცვას შეეხო.

ასევე, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტაბულას უწყებაში უთხრეს, რომ ის სუს-ში დანიშნული არ არის და შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან. 

კომენტარები