საკადრო ცვლილებები

ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პარლამენტი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლია გიგაური დაინიშნა.

ინფორმაცია ამის შესახებ "ტაბულას" მინისტრის აპარატის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს. 

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ლია გიგაური და სხვა თანამდებობის პირები 10 სექტემბერს გაათავისუფლა. რაც მინისტრმა "ახალი ენერგიის საჭიროებით" ახსნა.

კომენტარები