ფარული მიყურადება

პაპუაშვილი: მოსმენების კანონის განხილვის შემთხვევაში, პასუხი იქნება ობიექტური

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული კანონის განხილვის შემთხვევაში, სასამართლოს პასუხი იქნება ობიექტური, კონსტიტუციაზე და კანონზე დაყრდნობილი.

"წინასწარი პოზიციის დაფიქსირება სასამართლოს და მოსამართლეებს არ შეუძლიათ. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. სასამართლო თავის სიტყვებს იტყვის, როგორც ყოველთვის ობიექტურად, კონსტიტუციაზე და კანონზე დაყრდნობით", - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები