თეორემა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში

"სალამი, მე მინდა სამუშაო გთხოვოთ, თბილისის მასშტაბით, რომელიმე ქარხანაში. 22 წლის ვარ, ცერებრალური დამბლა მაქვს, გადაადგილება დამოუკიდებლადაც შემიძლია. ლაპარაკითაც ჩვეულებრივ ვლაპარაკობ. ძალიან მინდა მუშაობა. ყველა ხომ ვერ იმუშავებს ლიდერად. ვიღაც კოკაკოლაზე ქაღალდის მიმკვრელი უნდა იყოს.

ექიმმა არ მომანიჭა საპენსიო სტატუსი, რადგან ვაზროვნებ და დამოუკიდებლად ვმოძრაობ. სამსახურს ორი წელია ვეძებ და ზემოთ აღნიშნულის გამო ვერსად ვნახე. სამუშაო ძალიან მჭირდება, რადგან მუდმივი სპეციალური ვარჯიში და მკურნალობა მესაჭიროება. მჭირდება სამუშაო, რადგან ოჯახს დავეხმარო. მჭირდება ბედნიერებისთვის. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიცი, რომ ჩემი ადგილი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ, სადღაც აუცილებლად არის."

ამ წერილის ავტორი უკვე თითქმის სამი წელია ტაბულაში მუშაობს. ნათია კოპაძემ კარიერა ჟურნალზე იარლიყის დაკვრით დაიწყო. დღეს ის ერთ-ერთი გადაცემის, საუბარი რელიგიაზე, პროდუსერია. სამ დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე აღინიშნა. საქართველოში ამ ადამიანების მდგომარეობა ძალიან რთულია. რა პრობლემები ექმნებათ მათ და რა გზით შეიძლება შეუმსუბუქდეთ ყოფა, ამ საკითხზე თავად ნათიას, ბაპტისტურ ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს, მალხაზ სონღულაშვილს და უფლებადამცველ ნინო ცინცაძეს ვესაუბრებით.

კომენტარები