ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
შშმ პირები

შშმ პირები დეკლარაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნას ითხოვენ

ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 - 13:49
tbl.ge/2z5d
დაკოპირდა

დღეს, 14 ივნისს შშმ პირები კანცელარიასთან შეიკრიბნენ. მათ მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა მოსთხოვეს. 

აქცია კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" მიერ იყო ორგანიზებული. 

მათი თქმით, ამ ორგანოს არსებობა ხელს შეუწყობს კოორდინირებულად და ეფექტურად დაინერგოს სახელმწიფოს პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობისათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია 2014 წელს მიიღეს, თუმცა მის აღსრულებაზე პასუხიმეგებლი ორგანო ამ დრომდე არ შექმნილა.

"დღეს არის 14 ივნისი, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე საქართველოში, ჩვენ ამ დღეს ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს უფლებას, მიუხედავად იმისა მთავრობა გადადგა თუ არ გადადგა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა არის რომ შეიქმნას კონვენციის იმპლემენტაციაზე და აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, იმიტომ რომ არაკოორდინირებულად, ძაან არაეფექტურად ხორციელდება პროგრამები. არაკოორდინირებული მუშაობა ვერ იძლევა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს და ძაან ნელი ტემპით ვითარდება ყველაფერი და დისკრიმინაციის მდგომარეობაში ყოფნა, ტკივილით მდგომარეობაში ყოფნა, არა რეაბილიტაციით მდგომარეობაში ყოფნა ეს ძაან აწუხებს ხალხს და ზუსტად ამ წუხილმა, ამ ტკივილმა, ამ არათანაბარმა მდგომარეობამ გამოიყვანა დღეს ეს ხალხი ქუჩაში. ორგანოზე ფიქრი დაწყებულია და ფიქრობენ მე-4 წელია და მე მგონი დროა, რომ გადაწყეტილება მიიღონ, მთავარი მოთხოვნა ეს არის და მოთხოვნები ძალიან ბევრია", - გვეუბნება გიორგი ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავჯდომარე.

კანცელარიასთან იყო პარა-მოფარიკავე ირმა ხუციანიც იყო, მისი თქმით ყველა ცვლილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, წინსვლები გვაქვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა, რადგან უფრო დაცულები, უფრო დამოუკიდებლები ვიყოთ და უნდა გვქონდეს სრულუფლებიანობის განცდა საქართველოში", ამბობს ის. ირმას სჯერა და იმედი აქვს, რომ ნელ-ნელა, ერთად მოვაგვარებთ პრობლემებს და დავანგრევთ ბარიერებს.

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისირმა ხუციანიგიორგი ძნელაძეშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიიმპლემენტაციაშშმ პირები

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 17 მარტი, 2025 - 13:09PHR: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დისკრიმინაციულ ქმედებებზე სკოლას სასამართლო მოუგო
  • ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2020 - 16:241-ელი მარტიდან ყველა შენობა, ინდივიდუალური სახლების გარდა, შშმ პირებზე ადაპტირებულად აშენდება
  • ორშაბათი, 12 ნოემბერი, 2018 - 17:00პრემიერთან შშმ პირთა პრობლემები განიხილეს, შმმ ბავშვების მშობლები არ მიუწვევიათ
  • ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018 - 17:38ზურაბიშვილი: დავაწესებ კვოტას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შშმ პირებისთვის
  • ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018 - 17:32ზურაბიშვილი: ვინ თუ არა ქალი პრეზიდენტი უნდა იყოს შშმ პირთა მზრუნველი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 21:28

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 21:14

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

სანაიას პატიმრობა ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს - საია
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 20:37

სანაიას პატიმრობა ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს - საია

ბათუმში სროლის შედეგად 1 პირი დაჭრეს
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 19:33

ბათუმში სროლის შედეგად 1 პირი დაჭრეს

როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება" (რ)
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 19:19

როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება" (რ)

ყველაზე კითხვადი

WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
1WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს
421 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება
5Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕