საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სანიკიძე: ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნა ალბათ გადასახედია

პირველ რიგში, ასეთი რამ მისაღები უნდა იყოს უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინული საზოგადოებისთვის. რადგან, არ მგონია, მათი საზოგადოება ამას დადებითად შეხვდეს. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია, ვისაც მსგავსი პოსტების დაკავება ძალუძს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს ეს მისაღები. რაც შეეხება ჩვენი და უკრაინის შემდგომ ურთიერთობას, არა მგონია, ამან დაღი დაასვას, თუმცა ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია და გადახედვას ალბათ საჭიროებს.

განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები