ტაივანი

არჩევნების შედეგების გამო ტაივანის მინისტრთა კაბინეტი გადადგა

www.straitstimes.com

თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხების შემდეგ ტაივანის მინისტრთა კაბინეტი გადადგა. რამდენიმე დღით ადრე პოსტი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ციან იხუამაც დატოვა. პარტია გომინდანმა მმართველ ორგანოებზე კონტროლი ქვეყნის უმრავლეს ოლქში დაკარგა, მათ შორის წააგო დედაქალაქის მერის არჩევნებშიც.

მმართველი გუნდის მომხრეები შიშობენ, რომ პარტიის დამარცხებამ შესაძლოა გააუარესოს ურთიერთობები ჩინეთთან, რასაც ქვეყნის ეკონომიკური რეგრესი მოჰყვება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ გაძლიერებული კავშირი ჩინეთთან ტაივანს მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულს გახდის, რაც ჩინეთს ტაივანზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების გეგმას ტაივანში პროტესტი მოჰყვა. სტუდენტებს პარლამენტი სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული, რაც ტაივანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტი იყო.

კომენტარები