კრიზისი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

http://hosted2.ap.org

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთმა ჰუმანიტარული ტვირთის კიდევ ერთი კოლონა გაგზავნა. რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, დონბასში 1200 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალისა და კვების პროდუქტებისგან შედგება. კოლონა უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე და ტვირთის დაცლის შემდეგ რუსეთში, როსტოვის ოლქში დაბრუნდა.

ბოლო 41 საათის განმავლობაში ბოევიკები ანტიტერორისტული ოპერაციის პოზიციებს უტევდნენ. ბოევიკები უტევდნენ დონეცკის აეროპორტსაც. შტურმში რუსული სპეცდანიშნულების რაზმიც მონაწილეობდა. მსხვერპლი ორივე მხარეს იყო - დაიღუპა ორი უკრაინელი ჯარისკაცი, 18 კი - დაიჭრა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ამჯერად სიტუაციას მარიუპოლთან უკრაინელები აკონტროლებენ. 

კომენტარები