ფარული მიყურადება

ელისო ჩაფიძე: თავისუფლება ლომთა ხვედრია

მართლა არ მაქვს მობილურში ქართული შრიფტი, მაგრამ არ შემიძლია, არ დავწერო - კრიზისულ სიტუაციებში უკეთ ხვდები, ვინაა შენი ნამდვილი მეგობარი. მადლობა ამ ადამიანებს. მიხარია, რომ ბევრის სახე დავინახე. ბევრმა მითხრა - სადაც არ უნდა იყო, შენ გვერდით ვარო... უდიდესი ბედნიერებაა... მე თქვენ მიყვარხართ და თქვენთან ერთად მინდა, გავაგრძელო ცხოვრება...ყველაფერი საუკეთესოდ იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ დაპირებებისა და ჩვენი საერთო ოცნებების ასასრულებლად...თავისუფლება ლომთა ხვედრია. მე კი ბრძოლაში ვგრძნობ უდიდეს ბედნიერებას.

 

ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ლათინური შრიფტით წერს. გუშინ პარლამენტში ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი დამტკიცდა. გუშინდელ, მესამე მოსმენაზე ჩაფიძემ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები