სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის კრიზისის დიპლომატიურ დარეგულირებაზე მუშაობს, თუმცა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ისევ ირღვევა.

კანცლერის განცხადებით, სანამ რუსეთი სათანადო ნებას არ გამოჩენს კონფლიქტის დარეგულირებისთვის, სანქციები აუცილებელი იქნება. ამავე დროს, მისი თქმით, სანქციები ევროპის და გერმანიის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

კომენტარები