თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სესიაშვილი ალასანიას: დავიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები

ყველამ უნდა დავიცვათ ის წესები, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. თუ გამოძიებაში, რომელიმე მხარე თავს დაჩაგრულად თვლის და ფიქრობს, რომ არ ხდება მისი უფლებების რეალიზება, მიმართონ შესაბამის სამსახურებს და პროცედურულად დაიცვან საკუთარი ინტერესები. არ მგონია, სახელმწიფომ, პროკურატურამ დაუშვას ის, რომ ამ ძალიან რეზონანსულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება შეაფასა. ალასანიამ აღნიშნა, რომ ბოლო გაფრთხილებას აძლევს ხელისუფლებას, საქმეს გრიფი საიდუმლო მოხსნას.

კომენტარები