პუტინი G20-ს სამიტს მის დასრულებამდე ტოვებს

theguardian.com

რუსეთის პრეზიდენტი დიდი ოცეულს სამიტს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დროზე ადრე დატოვებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters რუსულ დელეგაციაზე დაყრდნობით იუწყება. ვლადიმირ პუტინი 16 ნოემბერს სამიტის ღონისძიებებს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების საბაბით აღარ დაესწრება.

კანადის პრემიერმინისტრმა სტივენ ჰარპერმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას რუსეთს ლიდერს განუცხადა, რომ იგი იძულებულია მას ხელი ჩამოართვას, მაგრამ "მხოლოდ ერთის თქმა შეუძლია - გაეთრიეთ უკრაინიდან". საუბრის შინაარსს პრემიერის პრესმდივანი ადასტურებს.

როგორც სამიტზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ევროკავშირი რუსი მოხელეების სიის გაფართოებას აპირებს, რომლებსაც პერსონალური სანქციები შეეხებათ. მერკელი ასევე პუტინთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა, რაიმე ცვლილებებს ამ შეხვედრისგან არ ელოდება.

როგორც სამიტზე ბარაკ ობამამ განაცხადა, "შეერთებული შტატები სათავეში უდგას მსოფლიოს ბრძოლას ებოლას ვირუსთან და რუსულ აგრესიასთან უკრაინაში, რომელიც მშვიდობას ემუქრება", რაც, მისი თქმით, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებამ დადასტურა.

 

კომენტარები