პარლამენტის წინ აქცია არა ანექსიას დაიწყო

თბილისის პარლამენტის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია "არა ანექსიას" მიმდინარეობს. აქციაზე დახლოებით რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იმყოფება. ისინი რუსულ ოკუპაციას და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით - " არა ოკუპაციას", "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა", "არა რუსულ ანექსიას", "STOP RUSSIA" და სხვ.

ჯერჯერობით, აქციის ორგანიზატორებს სიტყვით გამოსვლები არ დაწყებულა. ტაბულა საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

კომენტარები