საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: სააკაშვილის შექმნილ სისტემაზე ვსაუბრობდი

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა მოამბის ეთერში განმარტება გააკეტა პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებთ, კერძოდ, მის გამონათქვამზე „ორი ბატონის მონობის" დაუშვებლობის შესახებ.

„ამ კონტექსტში საუბარი არის იმის თაობაზე, რომ ერთდროულად ორ წესს, ორ მორალს, ორ მიმართულებას ვერ შეასრულებ და ვერ შეათავსებ. ამასთან დაკავშირებით იყო ეს ნათქვამი. მეტიც, კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანე, როდესაც სააკაშვილი ძალიან აქტიურად საუბრობდა დასავლურ ღირებულებებზე, დასავლური სახელმწიფოს მშენებლობაზე, დემოკრატიის სტანდარტებზე, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა მარგველაშილმა.

მაგრამ, მის თქმით, რეალურად ქვეყანაში აშენებული სისტემას საპირისპიროზე - დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების დათრგუნვაზე იყო ორიენტირებული.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მისმა პოლიტიკამ - ერთი ილაპარაკო და მეორე გააკეთო, განიცადა კრახი... ხოლო ნათქვამი იყო იმ კონტექსტში, რომელშიც მე ვსაუბრობდი - სწორედაც რომ სააკაშვილის პერიოდში შექმნილი ინსტიტუტების შეცვლაზე. იმ სისტემის დემონტაჟზე, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის 9 წლიანი პრეზიდენტობის დროს", - თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო ახსენა მან პარლამენტში გამოსვლისას უშიშროების სამსახურის გამოყოფა შსს-დან, რადგან ეს სტრუქტურები სააკაშვილის დროს გაერთიანდა და ეს უნდა უდნა შეიცვალოს.

 

კომენტარები