თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ფანჯიკიძე უდანაშაულობის პრეზუმფციაზე: ჩემი და პრემიერის შემთხვევები სხვაა

კითხვაზე, რატომ არ უჩნდებოდა კითხვები პროკურატურის საქმიანობისადმი, როცა საქმე ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას ეხებოდა და რატომ უჩნდება კითხვები ახლა, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა: „არც ამ შემთხვევაში არ გამიჩნდებოდა ეჭვები და შეკითხვები, ასე რომ არ დამთხვეოდა რაღაცებს".

ავტორის შეკითხვაზე, ხედავდა თუ არა დამთხვევებს წინა მსგავს შემთხვევებში, მაგალითად NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტისას ქუჩაში მერიის თანამშრომლების დაკავების დროს და უჩნდებოდა თუ არა ეჭვები ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევასთან დაკავსირებით, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს მსჯელობა - „ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში [თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება] ხუთი ექვსი თვის განმავლობაში თუ კი მიმდინარეობდა ამ საქმის გამოძიება და არც კი ვიცოდი მე ამის შსახებ არც უნდა მცოდნოდა რატომ უნდა მცოდნოდა ამის შესახებ ხო? არანაირ პოლიტიკურ ეჭვს ეს ამბავი ჩემში არ გამოიწვევდა რომ არ მომხდარიყო ის გამწვავება ხსენებულ ორ კვირაში" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გიგი უგულავას დაპატიმრება, ფანჯიკიძემ განაცხადა: „იცით, ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ კიდევ, ამ შემთხვევაში ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით კიდევ ეს ხალხი დამნაშავე იყო თუ არა. ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსი. რაც შეეხება გიგი უგულავას ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი მაგრამ ისეთ რაღაცეებში ედება მას ბრალი, რომ აქ პოლიტიკურ მოტივაციაზე ლაპარაკი ძალია რთულია" - თქვა ყოფილმა მინისტრმა.
ფანჯიკიძე ასევე დაეთანხმა ავტორის შენიშვნას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია გიგი უგულავას შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული. რის შემდეგაც ფანჯიკიძეს ის ციტატა შეახსენეს, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია თავად არ დაიცვა. ფანჯიკიძემ აღიარა, რომ პრეზუმფცია მართლაც დაარღვია.

„გეთანხმებით, თუმცა ეს კიდევ სხვა შემთხვევა იყო და ამაზე ლაპარაკიც ძალიან შორს წაგვიყვანს. ყოველ შემთხვევაში, ის რაც მაშინ მე ვთქვი, სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს პრემიერი ამბობს დღეს ჩემზე. მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. რაც შეეხება გიგი უგულავას, აქ უკვე დადასტურებულია ბრალი. და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში.." - აღნიშნულთან დაკავშირებით წამყვანმა ფანჯიკიძეს შეახსენა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია და ის სამართლებრივად იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები.

"ხო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ეს არის უკვე წინწასული გამოძიება, რომელშიც რაღაც ძალიან სერიოზული იკვეთება და მე თუ არ ვცდები ბრალი წაყენებული აქვს, მეშლება"? - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე რა განსხვავებაა ოპოზიციისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე, ფანჯიკიძემ განაცხადა: „ის განსხვავებაა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების [ნაციონალები] საქმეში უკვე დამთავრებულია პროცესები და უკვე არის განაჩენი, ძალიან ბევრ შემთხვევაში არის, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს უკვე არის, და ეს არის ასე ვთქვათ გახმაურებული ფაქტები, რომელიც იცის მთელმა საზოგადოებამ და რომელშიც ძალიან კონკრეტულ დანაშაულებზე არის საუბარი. იქნება ეს ახალაიას საქმე თუ იქნება ეს სხვა და ამ შემთხვევაში როდესაც ჯერ ეს ერთი არ მისულა ეს საქმე ბოლომდე და არ ვიცით როგორ დამთავრდება ხო, ამაზე უკვე ასეთი ლაპარაკი რასაკვირველია მისაღები არ არის" - თქვა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

კომენტარები