საქართველოს პარლამენტი

უმრავლესობა ვიცესპიკერობიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხს განიხილავს

timer.ge

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვიცესპიკერობიდან თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხს განიხილავენ. სხდომა დღეს, ქართული ოცნების ოფისში გაიმართება და მას საქართველოს პრემიერიც დაესწრება. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღესვე მიიღებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, უმრავლესობას აბაშიძის პოსტიდან გათავისუფლების და მის ადგილზე ქართული ოცნების წარმომადგენლის დანიშვნის სრული უფლება აქვს. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით კი, თუ აბაშიძეს ვიცესპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური იქნება. თავად აბაშიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარები