საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით, ბინას ცეცხლი წაუკიდეს. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შსს-ში ტაბულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, კონკრეტულად, რა მუხლით, ეს ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





