თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

კანდელაკი: ივანიშვილი განდიდების მანიით შეპყრობილი ერთგვარი კანონიერი ქურდია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფირებული საქმის დეტალების ცოდნა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

"საქართველოს მთავარი პრობლემა სწორედ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არის განდიდების მანიით შეპყრობილი ერთგვარი მაფიოზი, ერთგვარი კანონიერი ქურდი. რომელიც პირადად არის პაუსხისმგებელი ქვეყნს უკუსვლაზე, გაჭირვების ზრდაზე, მის მიერვე გაცემული დაპირებების არშესრულებაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის მორღვევაზე - აფხაზეთს ბიძინა ივანიშვილი აბარებს რუსეთს. მან ასევე იცოდა საიდუმლო გრიფის მქონე საქმის დეტალები, რაც თავისთავად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები