კრიზისი კოალიციაში

შალვა შავგულიძემ უმრავლესობა დატოვა

პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტარმა ჟურნალისტებს ქართული ოცნების ოფისთან განუცხადა, სადაც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.  შავგულიძემ სხდომა დატოვა. 

დეპუტატის თქმით, მან პოლიტიკური კარიერა თავისუფალი დემოკრატების რიგებში დაიწყო და ამ პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, რის გამოც კვლავ მათ რიგებში ბრუნდება. 

როგორც შეკრების დაწყებამდე უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი საკითხი უმრავლესობაში მომხდარი ცვლილებები და მომავალი სასესიო კვირა იქნება. 

საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად ქართულ ოცნებას 76 დეპუტატი სჭირდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით,  უმრავლესობას მის განკარგულებაში დარჩენილი მანდატების რაოდენობა ჯერ არ დაუთვლია. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის შვიდი წევრისა და შალვა შავგულიძის უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ ქართულ ოცნებას პარლამენტში მხოლოდ 75 ხმა რჩება.  

კომენტარები