კრიზისი კოალიციაში

ცაგარეიშვილი: რა თქმა უნდა, თავისუფალ დემოკრატებში ვრჩები

რადიო თავისუფლება

პარლამენტის წევრის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ის ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებში რჩება. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია, თითქოს ის კოალიცია ქართულ ოცნებაში დარჩენას აპირებდა, ჭორი და არასწორია.

"რა თქმა უნდა, თავისუფალ დემოკრატებში ვრჩები", - თქვა ცაგარეიშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ცაგარეიშვილი მათთან ერთად იბრძოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მათი ძველი თანაგუნდელია.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ზურაბ აბაშიძის თქმით, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, დარჩება თუ არა თავისუფალ დემოკრატებთან.

კომენტარები