საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თანამდებობაზე რჩება

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თანამდებობაზე რჩება - ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააკეთა.  

ჯალაღანიას განცხადებით მას დაუკავშირდა საქართველოს პრემიერმინისტრი და თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

"პრემიერისგან მე მივიღე დავალება, რომ იმისთვის რომ დავალებები შესრულდეს გავაგრძელო საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. მე ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ არ გავითვალისწინო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი საჭირობები და ამოცანები,"-განაცხადა ჯალაღანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი ოთხი მოადგილე თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები