კრიზისი კოალიციაში

კვაჭანტირაძე: უარყოფითად ვაფასებ ფანჯიკიძის და მოადგილეების გადაწყვეტილებას

cp.ge

კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზვიად კვაჭანტირაძე კოალიციის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

"ძალიან უარყოფითად და ძალიან კრიტიკულად ვაფასებ ჩემი მეგობრის მაიას გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, მისი მოადგილეების გადაწყვეტილებას. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ უბრალოდ განცხადება იმის თაობაზე, რომ რადგანაც მინისტრი გადადგა ისინიც გადადგნენ, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები" - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძემ და მისმა გუნდმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერმა ირაკლია ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. პრემიერის განცხადების შემდეგ თანამდებობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.

კომენტარები