კრიზისი კოალიციაში

მაია ფანჯიკიძე 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

წინასწარი ინფორმაციით, ფანჯიკიძის ბრიფინგი მისი თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხს შეეხება. 

ამასთან, როგორც ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გუშინ გადაცემა არჩევანში თქვა, ის არ გამორიცხავს, რომ ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად, მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ.

კომენტარები