კრიზისი კოალიციაში

ალასანია: დავით კირვალიძის გადადგომა მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება არ იყო

მე არ მომიწონებია მისი [დავით კირვალიძის] გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან. ის იყო უდანაშაულო, ეს გამოჩნდა კიდევ გამოძიების ბოლოს, ისევე როგორც სრულად ვარ დარწმუნებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უდანაშაულობაში. რაც შეეხება იმას, რატომ არ გადავდექი, მე არასდროს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და როცა ვიღებ რაღაცას ჩემს თავზე, ბოლომდე ვაკეთებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც შევძელი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებისთვის, ეს ხალხმაც იცის, მომავალშიც გამოჩნდება, მაგრამ თანამდებობრივი სკამი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რაღაცა გააკეთო შენი ქვეყნისთვის.

განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში კითხვაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის მსგავსად, თავადაც რატომ არ გადადგა თანამდებობიდან. გიორგი გაბუნიამ ალასანიას შეახსენა, რომ კირვალიძემ ე.წ ტრაქტორების საქმის გამოძიების მიმდინარეობისას, მინისტრის პოსტი თავად დატოვა, რაც მმართველ გუნდში დადებითად შეაფასეს.

კომენტარები