კრიზისი კოალიციაში

კალაძე: ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ნაადრევია

Kakha Kaladze
Tabula

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფსებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ კრიზისთან ჩვენ საქმე არ გვექნება. მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დავაწყნარო. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ხვალმ არის ძალიან მნიშნველოვანი შეხვედრა, სადაც კოალიციის გაფართოებული შეხვედრა იქნება, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი იქნება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი განიხილება" - განმარტა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამ განცხადებას მოჰყვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ხვალ პრემიერს მიმართავს.

კომენტარები