საქართველო-თურქეთის ურთიერთობა

თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

David Usupashvili/Fb.com

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი თურქეთის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემალ ჩიჩექი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზეც გამახვილდა. ჯემალ ჩიჩექთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაესწრო.

"საქართველოს წინსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიმშვიდის გარანტიაა რეგიონში. ჩვენ ვახორციელებთ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტი უკვე განვახორციელეთ. 2015 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი დასრულდება. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი პროექტები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა თურქეთის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ.

კომენტარები