პრემიერის ინტერვიუ

პრემიერი: ხუმრობაა, საგანელიძემ გადაწყვიტა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვასო

ძალიან საინტერესო ხუმრობა მოვისმინე, პირველი ანეკდოტი, რაც დაიბადა პარლამენტში, რომ დავით საგანელიძე ისე გაბრაზდა, რომ გადაწყვიტა პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვასო, მაგრამ მე მგონი, ეს არ მოხდება. ეს ხუმრობით, მაგრამ მოსახლეობას მინდა განვუმარტო, რომ პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას აქვთ დაბალანსებული ურთიერთობა, ეს ეს არის ნორმალური, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, ჩვენ ვართ ნორმალურ კონსტრუქციულ ურთიერთობაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა რეაქციაში, პრეზიდენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებაზე ვეტოს დადებაზე.

კომენტარები